weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ამირან გამყრელიძემ ქველმოქმედებაში 88 000 ლარი დახარჯა

18:17 სამშაბათი, 26 სექტემბერი 2017

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე საქველმოქმედო მიზნებისათვის თანხას ყოველწლიურად ხარჯავს. 2016 წელს მან ქველმოქმედებაში 40 000 ლარი დახარჯა, 2015 წელს - 20 000 ლარი, 2013 და 2014 წლებში - 12 000 – 12 000 ლარი, 2012 წელს კი 4000 ლარი.

ამირან გამყრელიძეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის თანამდებობა 2013 წელს დაიკავა. ამ თანამდებობაზე მისი წლიური ანაზღაურება 50 750 ლარია. 

პარალელურად, ამირან გამყრელიძე არაერთ სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობს, მათ შორის, საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში. 

2001-2004 წლებში ამირან გამყრელიძე იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, 1997-2001 წლებში კი მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]